დრამის წრე 2018-19 სასწ.წელი



მოგესალმებით კომაროვის მოსწავლეებს და გაცნობებთ, რომ ჩვენს სკოლაში მუშაობას აგრძელებს  დრამის წრე, რომლის მიზანია კინო და თეატრით დაინტერესებული მოსწავლეების ამ კლუბში გაწევრიანება  და სხვადასხვა აქტივობებში მათი ჩართვა.
 ოთშაბათს, 17 ოქტომბერს 14:20 წთ. შედგება შეხვედრა კლუბის კურატორთან -თამარ ბენდიაშვილთან. მსურველებს ვთხოვთ დარეგისტრირდნენ #210 ოთაში.





დრამის კლუბი განკუთვნილია დრამატურგიით, კინო-თეატრითა და სამსახიობო ოსტატობით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.

კლუბის  მიზანია ხელ შეუწყოს;
·         მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას. 
·         მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას. 
·         მისცეს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალება. 
·         აამაღლ მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო აქტივობებში და ხელს შეუწყოს სასკოლო ცხოვრების     გამრავალფეროვნებას.
·         .
 წლის განმავლობაში მოსწავლეები საკუთარ ცოდნას სხვადასხვა აქტივობებით წარმოაჩენენ.

სამუშაო გეგმა:
საკლუბო შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ. მოსწავლეები შეისწავლიან სამსახიობო ოსტატობას,სწორ სამსახიობო მეტყველებას, დადგავენ სხვადასხვა პატარა სცენებს, ნახავენ მათთვის საინტერესო დოკუმენტურ ფილმებს და შემდეგ განიხილავენ მათ.
წლის დასასრულს მიიღებენ მონაწილეობას სკოლის მიერ დადგმულ სპექტაკლში, დაესწრებიან სხვადასხვა ფესტივალს.

განაცხადის ფორმა დრამის წრეზე დარეგისტრირების მსურველებისათვის


სახელი, გვარი
კლასი
რა უნარებს ფლობთ(ცეკვა, სიმღერა, სამსახიობო...)
1



2



3



4



5



6



7



8



9



10



11



12



13



14



15



16



17



18



19



20



21



22



23



24



25



26



27



28



29



30







Drama Club-ის  (დრამის  წრე)       სამოქმედო გეგმა
შეხვედრები გაიმართება ყოველი თვის ოთხშაბათ და პარასკევს. 15:00სთ.საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი დღეები
პერიოდი
თვე
შეხვედრების
რაოდენობა
აქტივობა
ოქტომბერი
3
·        კლუბის წევრებთან შეხვედრა,
  საქმიანობის გაცნობა და მომავალი     შეხვედრების დაგეგმვა
·        სცენა პიესიდან „ზაფხულის ღამის სიზმარი“
·        ფილმის ჩვენება და განხილვა
ნოემბერი
9
·        მოსწავლეთა მიერ შერჩეული და განასახიერებული როლები(თავისუფალი არჩევანი)
·        ფილმის ჩვენება და განხილვა
·        მინი კონკურსი სპექტაკლის სხვადასხვა სცენებიდან
·        როლების განაწილება

დეკემბერი
6
·        შეხვედრა გამოჩენილ მსახიობთან
·        მზადება კარნავალისათვის
·        პლასტიკა და ცეკვის მრავალფეროვნება
·        ფილმის ჩვენება და განხილვა

იანვარი
3
·        მეორე სემესტრის შეხვედრების დაგეგმვა
·        მზადება სპექტაკლისათვის „ზაფხულის ღამის სიზმარი“

თებერვალი
7
·        შეხვედრა ცნობილ მსახიობთან/რეჟისორთან
·        რეპეტიციები სპექტაკლზე „ზაფხულის ღამის სიზმარი“

მარტი
7
·        რეპეტიციები სპექტაკლისათვის
·        მზადება უილიამ შექსპირის დაბადების დღისთვის
აპრილი
8
·        რეპეტიციები სპექტაკლისათვის(პლასტიკა, მეტყველება)
·        ღონისძიება „ დიდი დრამატურგი და პატარა მათემატიკოსები“
მაისი

8
·        რეპეტიციები და მზადება სპექტაკლისათვის
·        სპექტაკლის წარდგენა სკოლის აუდიტორიისათვის



     რეფლექსია

       2018 სასწავლო წელს მუშაობა განაახლა დრამის წრემ  იგივე Drama Club-მა. წინა წლის გამოცდილებიდან გამომდინარე შევიმუშავეთ აქტივობები იმ მოსწავლეთა შესარჩევად, რომლებიც მომავალში აქტიურად იქნებოდნენ ჩართული საკლუბო მუშაობაში. მსურველი მოსწავლეების რაოდენობა ყოველ წელს რიცხობრივად მატულობს, რადგამ მოსწავლეებს ახალისებს სპექტაკლებში მონაწილეობა, განსაკუთრებით თუ იგი იდგმევა ინგლისურ ენაზე. ეს მათთვის დიდი გამოცდილება და პრაქტიკაა იმეტყველონ, იაზროვნონ, საკუთარი ინტერპრეტირება გაუკეთონ პერსონაჟებს და ა.შ. სპექტაკლიდან „ზაფხულის ღამის სიზმარი“ შევარჩიეთ ორი სცენა და მოსწავლეები შევარჩიეთ მასში მონაწილეობისათვის. დანარჩენები, კი ჩავრთეთ სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა: ფილმების მოძიება, ჩვენება და განხილვა, შეხვედრების ორგანიზება, დეკორაციებზე, განათებაზე, მუსიკალურ გაფორმებაძე ზრუნვა...
      მიმდინარე სასწავლო წელს უმეტესობა მოსწავლეევის შეირჩა მე-7 მე-8 და მე9 კლასებიდან.რეპეტიციები მიმდინარეობდა კვირაში ორჯერ.
     პირველ სემესტრში ვიმუშავეთ სპექტაკლზე „ საშობაო სიმღერა“, ხოლო მეორე სემესტრში - სპექტაკლზე „ზაფხულის ღამის სიზმარი“. აგრეთვე მეორე სემესტრშივე დავგეგმეთ და ჩავატერეთ ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების თარიღს, სახელწოდებით „ დიდი დრამატურგი და პატარა მათემათიკოსები“
     საკლუბო მუშაობაში დიდი წვლილი შეიტანეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა ლუკა გურგენიძემ, თინა გიორგაძემ, ლუკა ვაშაკიძემ.

    მოგეხსენებათ , რომ სკოლა „კომაროვი“ არის ფიზიკა- მათემატიკური პროფილის სკოლა და სხვადასხვა კლუბებში მოსწავლეთა  აქტიური ჩართულობა ახალისებს და ამრავალფეროვნებს სტუდენტების სასწავლო გარემოს, აძლევს მათ საშუალებას შეიძინონ უამრავი უნარი, დაამყარონ კომუნიკაცია და გახდნენ უფრო თავისუფლად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეები.


No comments:

Post a Comment